გადახდის ინიციირების მომსახურება (PIS)

გადახდის ინიციირების მომსახურება (PIS) არის გადახდის მეთოდი, რომელიც ეყრდნობა ღია ბანკინგის სისტემას. მყიდველს აძლევს შესაძლებლობას აირჩიოს საკუთარი ბანკი და დაადასტუროს გადახდა, გადახდის გვერდის დახურვის გარეშე. იგი Bank Link მომსახურების გაცილებით იაფი ალტერნატივაა.

როგორ დავიწყო?
#

9 000-ზე მეტი ელექტრონული მაღაზია იყენებს PIS გადახდის მეთოდს

#
საიმედო და უსაფრთხო
  გადახდის ინიციირების მომსახურება ევროპაში ფართოდ არის გავრცელებული.

  Paysera ქსელისთვის გადახდის ინიციირების მომსახურება ლიცენზირებული და რეგულირებადია ლიეტუვას ბანკისა და პარტნიორი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ.

  PIS პროვაიდერი და ბანკები გარანტირებულად უზრუნველყოფენ მომხმარებლის პერსონალური მონაცემებისა და ფინანსების უსაფრთხოებასა და დაცულობას.

  მიიღეთ მომსახურება 24/7-ზე მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურისგან, ქართულ ან ინგლისურ ენებზე.
#
ევროპული ტარიფები
  PIS გთავაზობთ ხელსაყრელ ტარიფებს, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მიიღოთ გადახდები სწრაფად და მარტივად.  

  გაამარტივეთ თქვენი მომსახურება PIS-ის მეშვეობით, გაზარდეთ მომხმარებელთა რაოდენობა და თქვენი შემოსავალი.
#
ფართომაშტაბიანი საგადახდო სისტემა
  PIS-ის გამოყენება შეგიძლიათ Paysera Checkout- საგადახდო ჰაბთან ერთად, რათა შესთავაზოთ მომხმარებლებს ფართომაშტაბიანი საგადახდო ოპციები - მათ შორის ბარათით გადახდები და სხვა მრავალი  

  შესრულებული გადახდები შეგიძლიათ იხილოთ დროის რეალურ რეჟიმში თქვენს ამონაწერში. 
#
კომფორტული საგადახდო  
  მართეთ თქვენი ფინანსები დისტანციურად.  

 მართეთ თქვენი ფინანსები ერთ სივრცეში- Paysera ევროპული ანგარიშის გამოყენებით.  
 
  შესთავაზეთ თქვენს მომხმარებლებს გადახდის გავრცელებული მეთოდები, მათ შორის საერთაშორისო ბანკების მეშვეობით: Swedbank, SEB, Luminor, Revolut და ა.შ.

PIS -ის გამოყენებით შესრულებული გადახდის ნიმუში

გადახდის საფეხურები შესაძლოა განსხვავდებოდეს არჩეული ბანკის მიხედვით
#

ბანკის არჩევა

გადახდისთვის აუცილებელია მომხმარებელმა აირჩიოს ბანკი, რომელშიც გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში.

#

ავტორიზაციის გავლა

ავტორიზაციისთვის მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში მისცეს დაშვება Paysera-ს დაამუშაოს გადახდა.

#

გადახდის დადასტურება

მომხმარებელმა უნდა დაადასტუროს გადახდა და დაბრუნდეს ელექტრონული მაღაზიის გვერდზე.  

#

როგორ დავიწყოთ გადახდის ინიციირების მომსახურებით სარგებლობა?

იმისთვის რომ მერჩანტმა ისარგებლოს PIS-ის ყველა ბენეფიტით, უნდა გახსნას Paysera ევროპული ანგარიში და დაიწყოს გადახდების მიღება.  

თუ უკვე იყენებთ Paysera საგადახდო ჰაბს ონლაინ გადახდების მისაღებად და გსურთ კიდევ უფრო გაამარტივოთ მომსახურება, გამოიყენეთ PIS, რისთვისაც გთხოვთ გაააქტიუროთ ღნიშნული მეთოდი თქვენი პროექტის პარამეტრებიდან.  

გაიარეთ ავტორიზაცია bank.paysera.com-ზე > გახსენით პროექტები და აქტივობები > ჩემი პროექტები > პროექტის პარამეტრები > საგადახდო ჰაბის მომსახურების პარამეტრები.

რომელ ქვეყნებში ფუნქციონირებს PIS?

მას შემდეგ რაც Paysera-მ მოახერხა 100-ზე მეტ ბანკთან ინტეგრირება, ელექტრონული მაღაზიის მფლობელებს მიეცათ შესაძლებლობა მრავალ ქვეყანაში ესარგებლათ აღნიშნული მომსახურებით ონლაინ გადახდების შესაგროვებლად, ხოლო ბაიერებს, მთელი მსოფლიოდან, შეეძლებათ გადაიხადოთ თქვენს ონლაინ მაღაზიაში მომსახურებისთვის.
სრულად ხელმისაწვდომი
ნაწილობრივ ხელმისაწვდომი

ხშირად დასმული კითხვები

თუ თქვენთვის ჯერ კიდევ სიახლეა Paysera-ს საშუალებით ონლაინ გადახდების მიღება, PIS ავტომატურად გაგიაქტიურდებათ.  

თუ უკვე იყენებთ Paysera Checkout-ს ონლაინ გადახდების მისაღებად, თუმცა ჯერ არ გიცდიათ PIS-ის გამოყენება - გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს ანგარიშზე bank.paysera.com-ის გამოყენებით, გახსენით > პროექტები და აქტივობები> ჩემი პროექტები> პროექტის პარამეტრები > საგადახდო ჰაბის მომსახურების პარამეტრები.

გადადით გადახდის მეთოდებში და აირჩიეთ ქვეყანა. თქვენ დაინახავთ განსხვავებულ ბანკებსა და გადახდის ხელმისაწვდომ მეთოდებს. თითოეული ბანკის გვერდით აირჩიეთ გადახდის ინიციირების მომსახურების გამოყენება გადახდების დამუშავებისთვის და დაიმახსოვრეთ ცვლილება.

Paysera PIS მერჩანტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ გადახდები 100-ზე მეტი ბანკიდან მთელი მსოფლიოს მაშტაბით. იხილეთ გადახდის ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი სასურველი ქვეყნის არჩევით. 

მაგალითად, ლიეტუვაში ონლაინ მაღაზიების უმეტესობა სარგებლობს PIS მომსახურებით, რამეთუ გადახდების შესრულება ხელმისაწვდომია ქვეყანაში არსებულ ყველა ბანკსა თუ ფინანსურ ინსტიტუტში: Paysera, Swedbank, SEB, Luminor, Citadele, Revolut, Šiaulių bankas, Medicinos bankas, LKU. როდესაც ელექტრონული მაღაზია სარგებლობს Paysera Checkout-ით, მის მომხმარებელბს ასევე აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ ბარათით.

როგორც Bank Link ასევე Paysera PIS ელექტრონულ მაღაზიებს (ან უბრალოდ მერჩანტებს, რომლებსაც არ აქვთ ელექტრონული მაღაზია) აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ სხვადასხვა ბანკის მომსახურებით. გამომდინარე იქიდან, რომ Paysera მრავალ ბენეფიტს სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს, მრავალი მათგანი ამჯობინებს PIS გადახადების დამუშავების მეთოდს.

Bank Link * Paysera PIS *
2 საფეხური 2 (3) საფეხური
ბაიერი გადამისამართდება საბანკო გვერდზე გადახდის დასადასტურებლად . გადახდის დასადასტურებლად ბაიერი შესაძლოა გადამისამართდეს საბანკო გვერდზე ან დარჩეს საგადახდო გვერდზე, რათა შეავსოს მონაცემები და დაადასტუროს გადახდა.

მერჩანტს აქვს ორივე მეთოდით სარგებლობის შესაძლებლობა.
Checkout-ის ღირებულება მეტია, ბანკის მიერ დაწესებული საკომისიოს გამო. Checkout-ის ღირებულება ნაკლებია, რადგან არ არსებობს ბანკის მიერ დაწესებული საკომისიო.

* შესადარებლად გამოყენებულია გადახდები SEB-ის საშუალებით.

დიახ, იმისთვის რომ ისარგებლოთ Paysera-ს გადახდის ინიციირების მომსახურების ყველა ბენეფიტით, უნდა დარეგისტრირდეთ Paysera-ს სისტემაში და დაიწყოთ გადახდების მიღება Paysera საგადახდო ჰაბის, Paysera Checkout-ის, გამოყენებით.

არ გჭირდებათ ბიზნეს ანგარიშის გახსნა, თუ გადახდებს აგროვებთ, როგორც ინდივიდი (თვითდასაქმებული).

განხსენით Paysera ევროპული ბიზნეს ანგარიში თუ გადახდებს აგროვებთ, როგორც იურიდიული პირი

ბანკის მეშვეობით გადახდების შესრულება უსაფრთხოა. მომხმარებელთა პერსონალური მონაცემებისა და თანხების უსაფრთხოება მაქსიმალურად გარანტირებულია არა მხოლოდ Paysera სისტემის, არამედ იმ ბანკის მიერაც, რომელიც მონაწიელობას იღებს ტრანზაქციის შესრულებაში. ბაიერის დამატებითი იდენტიფიკაცია საბანკო სისტემაში კი უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაქსიმალურ დონეს ონლაინ შოპინგის დროს.

შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ მიიღებთ კუთვნილ თანხებს. გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ საკრედიტო გადახდები საბანკო ამონაწერის მიღების შემდეგ.

ამისათვის, გაიარეთ ავტორიზაცია bank.paysera.com-ზე> აირჩიეთ პროექტერბი და აქტივობები> ჩემი პროექტები> პროექტის პარამეტრები> საგადახდო ჰაბის მომსახურების პარამეტრები> გადახდის ინიციირების მომსახურების მეშვეობით გადახდის დაკრედიტება ხდება საბანკო ამონაწერის მიღების შემდეგ.

მონაცემთა უსაფრთხოება. Paysera არის ლიეტუვას ბანკის მიერ ლიცენზირებული პირველი ელექტრონული ფულის ინსტიტუტი ლიეტუვაში, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებას. იხილეთ პეროსნალურ მონაცემთა უსაფრთხოების მოთხოვნები აქ.

საგადახდო გვერდზე ბაიერს შეუძლია იხილოს რელევანტური ინფორმაცია სრულად, როგორიცაა მერჩანტის საკონტაქტი ინფორმაცია/ბაიერის მონაცემები. ასევე გვერდზე გამოჩნდება ველები, ავტორიზაციის მონაცმების შესაყვანად.  

სცალდეთ დემო ვერსია. <

იხილეთ მეტი ინფორმაცია Checkout საგადახდო გვერდის შესახებ.

ან ეწვიეთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ელექტრონული მაღაზიის ვებგვერდს.

როგორც კი ბაიერი დაასრულებს გადახდას, თანხა აგესახებათ თქვენს Paysera ანგარიშზე. ტექნიკურად ყველა გადახდა თავდაპირველად მიდის Paysera კომპანიის ანგარიშზე, საიდანაც მომენტალურად ერიცხება მერჩანტს თანხა საკუთარ ანგარიშზე.